თავისუფლება ადეიშვილს, პატიმრობა ოქრუაშვილს - 4 წლიანი განხილვა დასრულდა
რეზონანსულ საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ გაამართლა - მოსამართთლე ლაშა ჩხიკვაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილი გენპროკურორის ბრალეულობა სრულად გამორიცხა. მსაჯულმა 4 წლიანი განხილვის შემდეგ, თქვა რომ პროკურატურამ საქმის მთავარი ფიგურანტის წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულებები წარადგინა. სამაგიეროდ 7 წლიანი განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ყოფილ შსს მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს.
ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს სახელმწიფო ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარ ფაქტს ეხება. როდესაც საპოლიციო ღონისძიების დროს პატრულ ინსპექტორმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა სასიკვდილოდ დაჭრა ბუტა რობაქიძე. გამოძიება ამტკიცებს, რომ მაშინდელმა შსს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სისტემის იმიჯის შესანარჩუნებლად პროკურატურას მტკიცებულებების და შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირება დაავალა. პროკურატურის მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა განკარგულება, შემთხვევის ადგილი წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას.
რეზონანსული საქმეზე განხილვები საქალაქო სასამართლოში 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ამბობს რომ ყოფილი შსს მინისტრის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ 2 მოწმის ჩვენება იდო, რაც დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა.