მერია გაჭირვებული მოვაჭრეების წინააღმდეგ - ხალხს პროდუქცია წაართვეს და დააჯარიმეს

19.11.25 21:00
მერია გაჭირვებული მოვაჭრეების წინააღმდეგ - ხალხს პროდუქცია წაართვეს და დააჯარიმეს

პენსიონერი თავის დაწვით მას შემდეგ იმუქრებოდა, რიყის პარკში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ  და მოვაჭრეს ხილის გაყიდვა აუკრძალეს.  ტურისტულ ცენტრში ხილის წვენის და ტკბილეულის გაყიდვა აქ მოვქაჭრე მოქალქეებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ქალს ბენზინით სავსე ბოთლი საპატრულო პოლიციამ წაართვა, თუმცა ამით ინციდენტი არ ამოწურულა.  

დაპირისპირება რიყის პარკში, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, პენსიონერებს უმძიმესი დღე ქონდათ, ერთ-ერთს კლინიკაში გადაყვანაც კი დასჭირდა. მერიის თანამშრომლებმა მოვაჭრეებს პროდუქტები ჩამოართმევის გარდა, დამატებით ჯარიმებიც გამოუწერეს

ეს არ არის მოვაჭრეების დევნის პირველი შემთხვევა, მარტოხელა კაცს, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს  და თავს გარე ვაჭრობით ირჩენს, მერიამ უკვე მეორედ 1000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა,  რომელსაც ვერ გადაიხდის, რადგან გასაყიდი პროდუქტებიც მერიამ ჩამოართვა. 

მერია გაჭირვებული მოვაჭრეების წინააღდეგ - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები