"ოცნების" განაჩენი მილიონამდე მოქალაქეს - ემიგრანტები სამართლებრივ დავას აანონსებენ

19.11.25 21:15
"ოცნების" განაჩენი მილიონამდე მოქალაქეს - ემიგრანტები სამართლებრივ დავას აანონსებენ

ემიგრანტები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანდებიან - პროფესორები, მწერლები, პოეტები მხატვრები, მეცნიერები - ადამიანები, რომლებმაც საქართველო მსოფლიოს გააცნეს, საკუთარი ქვეყნის მომავლის შეცვლაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ემიგრაციაში მყოფი ინტელიგენცია ბიძინა ივანიშვილის გუნდს განსხვავებული აზრის დევნაში კიდევ ერთხელ ამხელს და წართმეული ხმის უფლების დაბრუნებისათვის ბრძოლას იწყებს.

ადამიანები, რომლებიც არათუ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ უმძიმესი პირადი  ტრაგედიების მიზეზითაც კი  ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, „ქართულ ოცნებას“ უკომპრომისო ბრძოლას უცხადებენ. ემიგრანტები სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

"მოღალატეებად" და "უსამშობლოებად" გამოცხადება „ქართული ოცნებისგანაც“ კი მოულოდნელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ხელოვანებისათვის. მათთვის ცალსახაა, რომ ამ ფორმით, ივანიშვილის გუნდი საარჩევნო პროცესებიდან ემიგრანტების, ანუ მის მიმართ ყველზე კრიტიკულად განწყობილი ჯგუფის გარიყვას იწყებს.

ემიგრანტები ხმის უფლების გარეშე - ხატია სამსახაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები