"მათე გაიმარჯვებ"- მათე დევიძის სოლიდარობის მარში დაიწყო
ერთად სინათლის საძიებლად - ჭავჭავაძის გამზირიდან მათე დევიძის სოლიდარობის მარში დაიწყო. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ახალგაზრდა მუსიკოსი მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს.
დღეს მარშის მონაწილეები სიმბოლურად იმ ქუჩაზე გაივლიან, სადაც 21 წლის ახალგაზრდა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა.
"ჩვენი ბრაზი და პროტესტი არსად წასულა" - ამბობენ მარშის მონაწილეები, რომლებიც უკვე ერთი წელია, აქციას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
დღესაც 21 წლის მუსიკოსის მხარდასაჭერად ერთიანდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობასთან შეგუება დაუშვებელია.
ძალიან მძიმე იყო ემოციურად არა მარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოსთვის მთლიანად იმიტომ, რომ არაერთი ადამიანი დაიჭირეს, აწამეს, დაატერორეს. ჩვენ ქვეყანაში დღეს არის შერჩევითი სამართალი, ეს ბიჭები და გოგოები არიან სრულიად უმიზეზოდ გამოკეტილები ციხეში, როცა რეალურად სხვა დამნაშავეები დადიან გარეთ.
ჩემ ძმას ხომ აქვს მისჯილი 4 წელი და 6 თვე, დარჩა 3 წელი და 6 თვე, რომ მომიწიოს 3 წელი და 6 თვე აქ ვიდგები და არ გამიჭირდება, მერწმუნეთ, ვიბრძოლებ ბოლომდე," - ამბობს მათე დევიძის და, ელენე დევიძე.
მათე დევიძის დაპატიმრებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. 20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
12 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ახალგაზრდას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.