ფრანგი მინისტრი ქართველ ხალხს: ვაფასებთ თქვენს თავდადებას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის

20.11.25 12:38
ფრანგი მინისტრი ქართველ ხალხს: ვაფასებთ თქვენს თავდადებას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის გამოჩენილი თავდადების გამო აქებს. 

მინისტრმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. 

რაც შეეხება მესიჯს ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვაფასებთ მათ თავდადებას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. რამდენადაც, ხელისუფლება ამის გამო შეშფოთებულია, ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შესაძლებლომა, მე პირად რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა გამოგვეხატა ჩვენი შეხედულებები უშუალოდ მათთან, ვისაც ეს ეხება"- თქვა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები