ზურაბიშვილის სამძიმარი: ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია

20.11.25 12:44
ზურაბიშვილის სამძიმარი: ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ტერნოპილის მოსახლეობის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოხატავს. 

„რუსეთის სასტიკმა დარტყმამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 93 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ტერნოპილს გუშინ დაარტყეს. 

მსგავსი სიახლეები