"ალტერნატივა ევროპულ მიმართულებას არ აქვს" - ზვიად ჭუმბურიძე

20.11.25 13:40
"ალტერნატივა ევროპულ მიმართულებას არ აქვს" - ზვიად ჭუმბურიძე

"ალტერნატივა ევროპულ მიმართულებას პრაქტიკულად არ აქვს" - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, თუ საქართველო ევროპის ნაწილი არ გახდება, "ვერც შუა დერეფანი განვითარდება და ვერც ქვეყანა". 

ჩვენი პარტნიორების ინტერესი, მათ შორის, აზიური პარტნიორების ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით - საქართველო, რომელიც ევროპის ნაწილი გახდება. სხვანაირად წარმოუდგენელია, ვერც შუა დერეფანი განვითარდება და სიმართლე გითხრათ, ვერც ჩვენ განვვითარდებით. 

ამიტომ, ალტერნატივა ევროპულ მიმართულებას პრაქტიკულად არ აქვს და რაც შეეხება ინვესტიციებს და ბიზნესს, თუ ჩვენ ჩვენივე ხელით ჩავჭრით ევროპულ გზას, საქართველოს ევროპულ გზას, რომელიც სხვათა შორის არცერთ მთავრობას არ აურჩევია, ეს ქართველმა ხალხმა აირჩია და არცერთ მთავრობას, მითუმეტეს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ ეს გზა შეაჩეროს.
სხვა ალტერნატივა საქართველოს არ გააჩნია," - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ. 

მსგავსი სიახლეები