ადამიანებს, რომლებსაც "ოცნებამ" ხმის უფლება წაართვა, ივანიშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები ვერ უმღერებენ - ემიგრანტები

20.11.25 15:17
ადამიანებს, რომლებსაც "ოცნებამ" ხმის უფლება წაართვა, ივანიშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები ვერ უმღერებენ - ემიგრანტები

"ემიგრანტებს, რომლებსაც "ოცნებამ" ხმის უფლება წაართვა, ივანიშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები ვერ უმღერებენ"- ასე ეხმაურებიან დისპორტის წარმომადგენლები ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც,  მუსიკალური ჯგუფი "ურსა" გერმანიის ქალაქ ნიდერკასელში ვეღარ იმღერებს.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძულებით ემიგრაციაში იმყოფებიან, მიიჩნევენ, რომ  ჯგუფს, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, ამის მორალური უფლება არ აქვს.

"ტვ პირველის" რესპდენტების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ემიგრანტებმა კონცერტის გაუქმების მოთხოვნით თავდაპირველად  იმ რესტორნის ხელმძღვანელობას მიმართეს, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო, მაგრამ მათივე ინფორმაციით, ადგილზე ე.წ. ტიტუშკები დაახვედრეს.

ემიგრანტების თქმით, სწორედ ამ ამბის შემდეგ,  მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა პოლიციას. საბოლოოდ, კი მათ სამართალდამცავებისგან მიიღეს ცნობა, რომ რესტორან "პეპელაში" 22 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. 

 "ურსა" კალაძეს და ივანიშვილს უმღერის და ტაშის კვრით თავიანთი კრიმინალი დეპუტატები გამოყავთ სცენაზე. ამის პარალელურად, აქ [გერმანიაში] უნდა გაგვამხიარულონ ის გაჭირვებული ემიგრანტები, რომლებიც სწორედ იმ მთავრობის გამო არიან გამოქცეულები საზღვარგარეთ... ეს ჯგუფი - "ურსა" პროპაგანდისტობს. 

მივედით "პეპელაში", დაველაპარაკეთ ემიგრანტები, რა პრეტენზია გვაქონდა მათთან და ვთხოვეთ, ცივილურად, ყველანაირი კანონის დაცვით, ეს კონცერტი გაეუქმებინათ. 

რესტორანმა "პეპელამ" მოიყვანა ე.წ. ქურდული გაგების "ტიტუშკები" სალაპარაკოდ, რომლებიც ცდილობდნენ, იმ ადამიანებს დამუქრებოდნენ, ვინც ადგილზე ჩვენი სახელით იყვნენ მისულები" - აცხადებს "ტვ პირველთან" ეკატერინე გირგვლიანი.

კიდევ ერთი ემიგრანტი, ანა ხელაია აცხადებს, რომ "ოცნების" მადიდებელ მუსიკოსებს ერთხელ არ დაუგმიათ "ოცნების" პოლიტიკა, პირიქით, მონაწილეობას იღებდნენ საარცევნი კამპანიაში: 

ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო  ინფორმაცია, რომ "ურსა", რომრლიც ოცნების მადიდებელი და მათი საყვარელი ბენდი, აპირებდა აქ ჩამოსვლას, სადაც წესით "გათხოვების" და "დიფ სთეითის" უნდა ეშინოდეთ. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს, მათ კი შეუძლიათ, ჩამოვიდნენ აქ და კონცერტი ჩაატარონ, ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო ჩვენთვის. არასდროს დაიჯერონ ასეთმა ბენდებმა, რომ აქ ევროპაში შეძლებენ ჩამოსვლას და კონცერტის ჩატარებას" - აღნიშნავს ანა ხელაია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთობამ" რამდენიმე სააათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში დაგეგმილი ჯგუფ "ურსას" კონცერტი, რომელშიც "ოცნების" მხარდამჭერი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, ქართველი ემიგრანტების გაძლიერებული პროტესტის გამო გაუქმდა. 

TV პირველი მუსიკალურ ჯგუფთან ბოლო რამდენიმე საათის კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს, თუმცა "ურსას" წევრები სატელეფონო ზარებს ამ დროისთვის არ პასუხობენ. 

 

მსგავსი სიახლეები