რა აზრი ჰქონდა მათ ჩამოსვლას? - მახაშვილი PACE-ს კრიტიკას არ იღებს

20.11.25 15:58
რა აზრი ჰქონდა მათ ჩამოსვლას? - მახაშვილი PACE-ს კრიტიკას არ იღებს

რა აზრი ჰქონდა მათ ჩამოსვლას? - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი, ლევან მახაშვილი PACE-ის კრიტიკულ გზავნილს. 

ივანიშვილის გუნდის წევრის მტკციებით, განცხადება, რომელიც PACE-ს მომხსენებლებმა გამოაქვეყნებს იმის დასტურია, რომ ევროსაბჭოს დელეგაციამ საქართველოში ვერც ვერაფერი მოისმინა და არც რაიმე გაითვალისწინა. 

თუ იგივე უნდა გაემეორებინათ, რასაც PACE -ს ზოგიერთი პოლიტიკოსი იმეორებს ხოლმე, რა აზრი ჰქონდა მაშინ მათ ჩამოსვლას? ჩვენ ვხედავთ იმ პრობლემებს, რომელთა წყაროც სამწუხაროდ, მათსავე დედაქალაქში მიდის ხოლმე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი რაიმეს მოსასმენად და რაიმეს გასათვალისწინებლად იყვნენ ჩამოსულები, როგორც ჩანს. ალბათ იმიტომ იყვნენ ჩამოსულები რომ ლეგიტიმაცია მიეცათ მანამდე PACE-ს მიერ გაკეთებული განცხადებებისთვის. ვერ გეტყვით, თვითონ ჰკითხეთ. შეხვედრა ვერ იქნება ცალმხრივი. მაშინ ჩავწერ ვიდეოს, გავუგზავნი და უყურონ. ჩვენ მზად ვართ ამ რეჟიმში გავაგრძელოთ, იმისთვისაც მზად ვართ, ჩავუწეროთ ვიდეოები და გავიგზავნოთ, თუ მათ დამატებითი ინფორმაცია სჭირდებათ ამ მხრივ", - ამბობს ლევან მახაშვილი. 

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს - მომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ წაყენებული ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებსაც შესაძლოა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ.

 "ეს ფაქტობრივად ნიშნავს დიქტატურის დამყარებას საქართველოში" - ზუსტად ამ სიტყვებით აღწერს საქართველოში არსებულ ვითრებას სტრასბურგი.

 

მსგავსი სიახლეები