PACE-ს დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი - თენგიზ შარმანაშვილი
"ოცნების" დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ირწმუნება, რომ PACE-ს დასკვნა, რაც გუშინ გამოქვეყნდა, წინასწარ, იქამდე იყო დაწერილი, სანამ ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდოდა და ივანიშვილს გუნდს შეხვდებოდა.
"ამოცანა აქვთ, რომ ეს ქვეყანა აურიონ და მოადინონ რევოლუცია" - ამბობს შარმანაშვილი
ეს დასკვნა დაწერილია, სანამ თქვენ შეგხვდებიან, დასკვნა უკვე დაწერილია. ამას ვასაბუთებთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ისინი მხოლოდ გამოგონილი ნარატივებით მოქმედებენ. ისინი მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებულ იდეებს ეფუძნებიან. არის ისევ რაღაც პოლიტიკური ნარატივი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამბობენ, რომ არ მომწონს... ასე ჩვენ არავის არ დაველაპარაკებით. ამოცანა აქვთ, რომ ეს ქვეყანა აურიონ და მოადინონ რევოლუცია. საქმე ისაა, რომ ეს დასკვნა დაწერილია და მონაცემები რაა, წინაპირობა, ეს არავის არ აინტერესებს", - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს - მომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ წაყენებული ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებსაც შესაძლოა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ.
"ეს ფაქტობრივად ნიშნავს დიქტატურის დამყარებას საქართველოში" - ზუსტად ამ სიტყვებით აღწერს საქართველოში არსებულ ვითრებას სტრასბურგი.