არაბული კომპანიის ახალი სკანდალი - Eagle Hills-ს საჯარო რეესტრმა დოკუმენტები დაუხარვეზა

20.11.25 17:08
არაბული კომპანიის ახალი სკანდალი - Eagle Hills-ს საჯარო რეესტრმა დოკუმენტები დაუხარვეზა

არაბული კომპანიის ახალი სკანდალი - Eagle Hills იუსტიციის სამინისტრომ დოკუმენტები დაუხარვეზა.

კომპანიას უნდოდა, რომ შეცვლილიყო როგორც წესდება, ისე იურიდიული მისამართი, თუმცა საჯარო რეესტრისგან მიიღო პასუხი, რომ ეს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოდიოდა. იცვლება კაპიტალის რაოდენობა, ასევე ცვლილებები შედის კომპანიის მისამართში.

დოკუმენტსი თანახმად, ცვლილებები არ შედის წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით - დაჩქარებულად გააფორმებული შეთანხმებიდან,  ირკვევა რომ ქართული მხარე 850 ჰექტარი მიწის სანაცვლოდ, კომპანიის წილის 33 პროცენტს მიიღებს, თუმცა ეს იურიდიულად ჯერჯერობით გაფორმებული არ არის. 

  • საჯარო რეესტრმა არაბულ დეველოპერულ კომპანიას 30 დღე მისცა იმისთვის, რომ სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანო.  

ოპოზიცია ამბობს, რომ საჯარო რეესტრის მიერ პროექტის დახარვეზება ერთგვარ პროპაგანდა და ხალხისთვის გადმოგდებული საკნეკია, რათა საზოგადოებას ამით აჩვენონ, რომ სტანდარტებს იცავენ. 

ფაქტი არის ერთი - 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული და ყველა შტოს თანამდებობის პირი, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ბრალდებული დღევანდელი სასამართლოს პირობებშიც კი. შესაბამისად, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე დოკუმენტს არაბულ კომპანიას, ეს არაფერს არ ცვლის, ეს არის ტყუილი და პროპაგანდისთვის კიდევ ერთი საკენკი, იმისთვის, რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს რაიმე ტიპის სტანდარტს იცავენ", - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

კომპანიამ განახლებული დოკუმენტაცია, მათ შორის შეცვლილი სახით სადამფუძნებლო შეთანხმება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე უკვე ატვირთა.

დღეს წარდგენილი განახლებული სადამფუძნებლო შეთანხმებით, კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა ასეთი იქნება:

  • ნებადართული წილები: საზოგადოებას აქვს 1 000 ცალი ნებადართული B კლასის წილი 8 კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს;
  • ნებადართული კაპიტალი: 11 000 ლარი;
  • წილების კლასები: საზოგადოებას აქვს განთავსებული A კლასის და ნებადართული B კლასის წილები. A კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. B კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი განთავსებული A კლასის წილი საზოგადოებას B კლასის წილები არ განუთავსებია.
  • განთავსებული კაპიტალი: საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს.
  • ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული სახით საჯარო რეესტრი კომპანიის მიერ მოდიფიცირებულ კაპიტალის მაჩვენებლებს.

შეგახსენებთ, რომ „Eagle Hills Georgia“-ს ოფისი და შოურუმი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. გახსნა 21 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მინისტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. მისი გეგმებით, თბილისში 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქი“, ხოლო ბათუმში 250 ჰექტარზე „პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი“ აშენდება

 

მსგავსი სიახლეები