ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა

20.11.25 16:54
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაცია მის Facebook გვერდზე ვრცელდება. 

გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ დაკავებული პოლიტიკოსი არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას. 

ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. 

დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა," - წერია პოსტში. 

მსგავსი სიახლეები