"ოცნებას" უფლებადამცველების წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ მივწერე, სამწუხაროდ, პასუხი არ გაუციათ - გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

20.11.25 18:00
"ოცნებას" უფლებადამცველების წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ მივწერე, სამწუხაროდ, პასუხი არ გაუციათ - გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფლებადამცველების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების შესახებ მიწერა, თუმცა ივანიშვილსი გუნდისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 

„ახლა საჯაროა: საქართველოს მთავრობას უფლებადამცველების, მათ შორის ბაია პატარაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული შევიწროების შესახებ მივწერე. სამწუხაროდ, მთავრობას პასუხი არ გაუცია“, - წერს მერი ლოულორი X-ზე.

ლოულორი აქვეყნებს იმ შეტყობინების შინაარსსაც, რაც მან "ოცნებას" მისწერა და აქამდე კონფიდენციალური იყო.

„შეტყობინება 60 დღის განმავლობაში კონფიდენციალური იყო, ვიდრე საჯარო გახდებოდა, რათა მთავრობას პასუხისთვის დრო ჰქონოდა. სამწუხაროდ, მთავრობას ამ ვადაში პასუხი არ გაუცია. პასუხის მიღების შემთხვევაში ის გაერო-ს სპეციალური პროცედურების კომუნიკაციების ბაზაში განთავსდება“, - ამის შესახებ უფლებადამცველთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ვებგვერდზე წერია.

უფლებადამცველთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულერი, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხებში სპეციალური მომხსენებელი ირენე ხანი და მშვიდობიანი შეკრების უფლების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი ჯინა რომერო ერთობლივ წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„2025 წლის 11 ივნისს, ოცი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი სასამართლოში დაიბარეს, მომდევნო დღეს დაგეგმილი სხდომისთვის. აღნიშნულ პირებს, მათ შორის ქალბატონ ბაია პატარაიას ბრალად ედებოდათ „ქართული ოცნების“ წევრების შეურაცხყოფა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტებით. ქალბატონი პატარაიას ადვოკატს აცნობეს, რომ მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს. ეს ახალი დებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს შევიდა. ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ მის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დასჯისთვის სოციალურ მედიაში მათ მიერ პოსტების გამოქვეყნების გამო“, - ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები