ბრიუსელი ივანიშვილის გუნდისთვის სავიზო სანქციების დაწესებაზე მუშაობას განაგრძობს - დეტალები მინისტრების შეხვედრიდან

20.11.25 20:16
ბრიუსელი ივანიშვილის გუნდისთვის სავიზო სანქციების დაწესებაზე მუშაობას განაგრძობს - დეტალები მინისტრების შეხვედრიდან

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის სანქციების დაწესება ბრიუსელის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. უფრო მეტიც, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები "ოცნების" ჩინოვნიკებისთვის სავიზო სანქციების დაწესების ავანგარდში არიან. ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ ლატვიამ ქართული ოცნების გუნდის წინაარმდეგ საჭირო ზომებიი მიიღო და ივანუშვილის მთავრობას რეპრესიების გამოო სავიზო სანქციები დაუწესა, ახლა ოცნების დროა მოუსმინოს ხალხს და ქვეყანა ევროკაშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნოს.  

ევროკომისია სავიზო სანქციების დაწესებაზე მუშაობას განაგრძობს. დეკემბერში ქართულ ოცნებას კიდევ ერთი უმწვავესი ანგარიში ელოდება. ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, როგორ ასრულებს ქართული ოცნების მთავრობა უვიზო რეჯიმით ნაკისრ ვალდებულებებს. დასკვნა უდავოდ უმწვავესი იქნება, რასაც, დიდი ალბათობით, ბრიუსელისგან სავიზო სანქციების გრძელი სიაა მოჰყვებაა.

მწვავე განცხადებები ევროპელმა მინისტრებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ქართულმა ოცნებამ ბრიუსელთან დიალოგს პირდაპირი საბოტაჟი მოუწყო და მოლაპარაკების მაგიდასთან სანქცირებულიი შს მინისტრის მინისტრის მოადგილის დასმა გადაწყვიტა. ბრიუსელიდან კრიტიკას "ქართული ოცნების" გუნდი ლანძღვით პასუხობს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები