აპირებს თუ არა "ოცნება" ჩორჩანას საგუშაგოს დახურვას?

20.11.25 21:11
აპირებს თუ არა "ოცნება" ჩორჩანას საგუშაგოს დახურვას?

აპირებს თუ არა "ოცნება" სოფელ ჩორჩანაში გახსნილი საგუშაგოს დახურვას? - კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაცცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმება მოითოვა,  მოთხოვნა კი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამ საგუშაგოს გახსნის გამო ყოფილ პრემიერს ბრალი წაუყენეს. ერგნეთში გამართული მოლაპარაკების დროს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ქართულ ოცნებას უთხრა, რომ ჩორჩანას გამო გახარიას დადანაშაულება აღიარებაა, რომ ბლოკსაგუშაგო არ უნდა გახსნილიყო. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ საგუშაგოს გაუქმებას ხელისუფლებისგან ითხოვენ, თუმცა ამჯერად საქმე რუსეთის მარიონეტებს ქართულმა ოცნებამ გაუმარტივა - თეა წულუკიანის დაწყებული საქმე პროკურატურამ გადაიბარა, გახარიას ომის საფრთხის შექმნა დააბრალა და დესტაბილიზაციის მცდელობის ბრალდებით ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმაზე ბრალი წაუყენა. გახარიასთან იდენტური პრეტენზია აქვს ოკუპანტსაც. ეს მსგავსება კი ყოფილი პრემიერის პარტიას აფიქრებინებს, რომ პროცესი ოცნებამ თავიდანვე რუსეთის დავალებით დაიწყო.

იმის მიუხედავად თუ რა მოტივაციით დაიწყო ოცნებამ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ჩორჩანას საქმეზე სამართლებრივი პროცესი - გახარიას თანაგუნდელების თქმით, ერთი რამ ვერ იმალება. პროცესს პოლიტიკური მოტივი აქვს. ეს მარტივად გაიშიფრა სუსის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც მაღალჩინოსანმა ერგნეთში მოლაპარაკების დაწყებამდე და მოლაპარაკების შემდე გააკეთა. ირაკლი ანთაძემ ჯერ თქვა, რომ საგუშაგო საფრთხეს არ წარმოადგენს და შემდეგ პარტიის პოზიციასთან წინააღმდეგობა რომ არ ჰქონოდა, შეასწორა და თქვა, რომ საგუშაგომ მაშინ ქვეყანას საფრთხე შეუქმნა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჯში. 

მსგავსი სიახლეები