"ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს" - გელა ხასაიას სასამართლო სხდომის დეტალები
"ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს" - ამ ფრაზით შეაჩერა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გელა ხასაია, როცა ბრალდებული საკუთარი პატიმრობისა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თავისუფლების შედარებას ცდილობდა. ხასაია მოსამართლესა და პროკურორს სთხოვა განემარტათ, როგორ მოახდენდა ის მოწმეებზე ზემოქმედებას და მაგალითად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისიხის სამართლის საქმე მოიყვანა,რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებული პირის წინასასამართლო სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხასაიასთან ერთად დაკავებულმა ვასილ ქერდიყოშვილმა ბრალი აღიარა, ხასია ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი ხასაიას გამოკითხვის და დაკავების ოქმების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა. მისი თქმით, დაკავებისას ხასაიას მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. სახელმწიფო ბრალდება ამ დრომდე ვერ ამბობს, არსებობს თუ არა ამ საქმეში ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს რომ ხასაია ვინმეს სცემს.
მოსამართლე ნატო ჯუხაძემ, დღეს გელა ხასაიას ადვოკატები შუამდგომლობა გირიას შესახებ არ დაკამაყოფილა და აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდას პატიმრობის ვადა გაუხარგრძლივა.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.