ერთი ემიგრანტი დედა სჯობს მთელ ნინო წილოსანს, თავისი მოპარული მილიონებით - ანა დოლიძე
პარტია “ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე ივანიშვილის გუნდის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ, ინტელექტუალურად, მოუსავლეთში გასული ხელისუფლების გადაწყვეტილებას უწოდებს.
ეს გადაწყვეტილება არის ინტელექტუალურად, მოუსავლეთში გასული ხელისუფლებისგან. არითმეტიკულად ციფრები ერთმანეთში არ ჯდება, - აცხადებს დოლიძე.
დოლიძე ნინო წილოსანის განცხადებაზეც “34 ათას რაღაც ემიგრანტ ამომრჩეველთან დაკავშირებით“ საუბრობს და ამბობს, რომ “ერთი ემიგრანტი დედა სჯობს მთელ ნინო წილისანს, თავისი მოპარული მილიონებით, რომელიც სახელმწიფოს და სწორედ ემიგრანტებს მოპარა“.
სადაც უნდა იქ მიჩივლოს, ფეხით მივალ და ამ კლანის სასამართლოში დავამტკიცებ იმას, როგორ მოგვპარეს ლარები, რის გამოც, ჩვენი ემიგრანტები, უცხოეთში მუშაობენ. და ისინი ამ ხალხს ეუბნებიან, ჩამოდით და საკუთარი თვალით ნახეთ ქვეყანაში რა ხდებაო. რატომ არიან ეს ადამიანები უცხოეთში, ჯანდაცვა ვერ გაკეთდა, სიმსივნის მკურნალობა შესაძლებელი არ არის, საკუთარი სახლი და თირკმელი უნდა გაყიდო, რომ ბავშვს უმკურნალო და ამიტომ მიდიან და ბარდებიან. ამ ხალხს ხელისუფლებ კადრებს, ადექით, 3-4 ათასი დოლარი გადაიხადეთ და ჩამოდითო.
ემიგრანტებს ხელები უნდა ვუკოცნოთ, ყოველ წელს 4 მილიარდი დოლარი შემოდის ემიგრაციიდან საქართველოში და იმედი მაქვს, ეს 34 ათასი ადამიანი, რომელიც შარშან არჩევნებზე მივიდა, იტყვიან, რომ “გამიხმეს ის ხელი, რომელმაც “ქართული ოცნება“ ბიულეტენზე შემოხაზა“,- განაცხადა დოლიძემ.
პარტია “ხალხისთვის“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-თან დავაზეც საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ მილიონებს, რომელსაც “ოცნების“ დამფუძნებელმა იცის, რომ ვერ მიღებს, ხალხისგან ამოიღებს.
ამ ფულს ივანიშვილი თავისი გუნდიდან ამოიღებს. ვულოცავ ყველას, ვინც წლების განმავლობაში ბავშვების ფაფების ფული მოიპარა, სკოლებიდან და ბაღებიდან, ისინი მიიტანენ მაგ ფულს ,- დასძინა მან.