ლუკა ძაძამიას უეცრად დასრულებული პოლიტიკური კარიერა - კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს

21.11.25 11:08
ლუკა ძაძამიას უეცრად დასრულებული პოლიტიკური კარიერა - კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს

ლუკა ძაძამიას უეცრად დასრულებული პოლიტიკური კარიერა - კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს.

თბილისის მერი იწმუნება, რომ 20 წლის ახალგაზრდამ, რომელიც 2023-2024 წლების აქციების აქტიური მონაწილე იყო, შემდეგ კი უეცარად ქართული ოცნების სიაში მოხვდა, საკრებულოში პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

კალაძე ამტკიცებს, რომ ძაძამიამ ბულინგს ვერ გაუძლო და გადაწყვიტა პოლიტიკაში დღების დაწყებული კარიერა კერძო სექტორში გაეგრძელებია.

  • "პირველების" ინფორმაციით, აქციებიდან ქართული ოცნების სიაში მოხვედრილი ლუკა ძაძამია საკრეუბლოდან გაუშვეს. პირველებმა მოიპოვა განცხადება რომელიც ძაძამიამ დაწერა. ის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. 

ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას.

ლუკა ძაძამია არის ახალგაზრდა ადამიანი. ყველას გვეშლება ცხოვრებაში, შეუცდომელი არავინაა, მითუმეტეს როცა ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. ყველას მოგვდის, შეუცდომელი არავინაა. შესაბამისად ახსნა-განმარტებები გაკეთებული იყო მის ქმედებებთან დაკავშირებით, მის აწმყოსთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს ... 

არანაირი პრეტენზია არ ყოფილია ოცნების მხარდამჭერებისგან. თქვენ მიხედეთ საკუთარ თავს, ხომ ხედავთ რას გავხართ - გაუბუდურებულები და გაფარჩაკებულები ხართ, ნუ ინერვიულებთ ოცნების მხარდამჭერებზე. მერწმუნეთ უფრო მეტი გაქვთ სანერვიულო. იმ მდგომარეობაში ხართ ძალიან ბევრი გაქვთ საფიქრალი და სანერვიულო. 

როგორ მოხვდა სიაში (ლუკა ძაძამია) არ არის თქვენი საქმე, თქვენ ვინ გეკითხებათ.  თქვენ ვინ გეკითხებათ ჩვენ როგორ ვაკეთებთ არჩევანს?", - ამბობს კალაძე. 

ძაძამიამ დააანონსა, რომ დღეს საკრებულოში მივა და განცხადებას გააკეთებს, თუმცა ჯერ ის საკრებულოში არ გამოჩენილა. 

  • ლუკა ძაძამია 2023-2024 წლების აქციების აქტიური მონაწილე იყო. შემდეგ კი უეცარად ქართული ოცნების სიაში მოხვდა. მაშინ ამტკიცებდა რომ ახალგაზრდები ვინც მომიტინგეებს შორის იდგნენ,  შეცდომაში შეყვანილები არიან.

მსგავსი სიახლეები