აშშ-ს სანქციების ეფექტი ივანიშვილის ოჯახზე - რას ამბობს კალაძე
ივანიშვილის საერთაშორისო დავა მილიონებზე და აშშ-ს სანქციების ეფექტი - კახა კალაძე მოლოდინები აქვს, რომ "ოცნების" დამფუძნებელი ვერც "კრედიტ სუისთან" სადაო 607 მილიონ დოლარს დაიბრუნებს.
თბილისის მერი ამას ივანიშვილის მიმართ შანტაჟის გაგრძელებად აფასებს და ამტკიცებს, რომ შანტაჟის მთავარი მიზანი ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ინტერების დათმობაა.
„ვიცით, რა პროცესები მიდის, არაფორმალური მმართველები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, სხვადასხვა ქვეყნებს და აქვთ იმის სურვილი, რომ მთელი მსოფლიო მართონ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აღნიშნული შანტაჟი გრძელდება. შანტაჟის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ინტერების დათმობა. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მან დაიკავა პრინციპული პოზიცია, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყნის მომავალს ეხება. აქ რაიმე სხვა საკითხზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ამ პრინციპული პოზიციით ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც პირველ რიგში, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული. აღნიშნული შანტაჟი გრძელდება. მგონი დღეს ყველა კარგად ხედავს, არავის კითხვის ნიშანი არ უჩნდება ამასთან დაკავშირებით. სხვა დავები რაც იყო ყველა ინსტანციაში მოგებულია, მაგრამ თანხის დაბრუნება არ მოხდა. ალბათ, იგივე დამოკიდებულება იქნება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. სასამართლო წარმატებით დასრულდება, მაგრამ აღსრულება არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, ასრულებენ არაფორმალური მმართველების დავალებებს. მგონი ყველაფერი ცხადია, არანაირი კითხვა არ ჩნდება", - განაცხადა კალაძემ.
დღეს ჟურნალისტებმა თბილსიის მერს ივანიშვილის ოჯახის წევრებზე გავრცელებულ სანქციებზეც დაუსვეს კითხვა და ჰკითხეს, მუშაობს თუ არა სანქციები - კალაძის პასუხი ასეთია:
გინდ მუშაობა დაარქვით, გინდა არ მუშაობა. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველ ადგილზე დგას ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყნის მომავალი
სანქციები შეიძლება დააწესონ. მაგალითად, ჩვენც ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაგვიწესეს. არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა, მაგრამ ჩვენ ხომ ბევრჯერ ავხსენით და ვთქვით, რომ როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავისუფლად შევძლო გადაადგილება, უნდა დავთმო ჩემი ქვეყნის ინტერესი, უნდა მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკა,ს, ქართულ სახელმწიფოს. ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა,
„გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდეს, ისეთ განცხადებებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაო“. იყო მოწოდებები „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით.ასეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ხედავთ როგორი უსამართლობაა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესი“,-განაცხადა კალაძემ.
გუშინ ივანიშვილის ადვოკატმა საერთაშორისო დავებზე განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე გავრცელდა. შვეიცარულმა ბანკმა ივანიშივილის ცოლს და შვილებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა. ივანიშვილი ელოდება, რომ ლოდონის სასამართლოში პროცესის მოგების მიუხედვად, ვერ მიიღებს ვერც "კრედიტ სუისთან" სადაო 607 მილიონ დოლარს. ჯამში ივანიშვილის ადვოკატის აღირებით, "ოცნების" დამფუძნებელს ერთ მილიარდ დოლარამდე ფული აქვს გაყინული.