სიგიჟეა, როცა ივანიშვილი და მისი ადვოკატი მათ თავზე დატრიალებულ ბორბალს, დიფ-სთეითს და რეპტილიოიდთა შემოსევას აბრალებს - დათუნაშვილიი

21.11.25 14:52
სიგიჟეა, როცა ივანიშვილი და მისი ადვოკატი მათ თავზე დატრიალებულ ბორბალს, დიფ-სთეითს და რეპტილიოიდთა შემოსევას აბრალებს - დათუნაშვილიი

სიგიჟეა, როცა ივანიშვილი და მისი ადვოკატი მათ თავზე დატრიალებულ ბორბალს, დიფ-სთეითს და რეპტილიოიდთა შემოსევას აბრალებს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი "ოცნების" დამფუძნებლსი მილიონიან საერთაშორისო დავებზე მისი ადვოკატის განცხადებას. 

დათუნაშვილი ივანიშვილს ურჩევს, "დიფ-სთეითის და  სპეცსამსახურების" ძახებას, რუსული საქმის კეთება შეწყვიტოს. ოპოზიციონერის თქმით, სწორედ ეს არის გამოსავალი, რომ ივანიშვილი სანქციებსიგან გათავსიუფლდეს და გაყინული მილიონები დაიბრუნოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ადვოკატი მათ ბედ-იღლაბლს და მათ თავზე დატრიალებულ ბორბალს, დიფ-სთეითს და რეპტილიოიდთა შემოსევას აბრალებს ამ ქევაყანში, ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. ივანიშვილი და მასთან დაკაშირებული პირები, მისი ოჯახის წევრები  და მათი ქოენბა შეიცავს იმ საფრთხეს, რომ ივანიშვილი მისი ოჯახის წევრებსი საშუალებით ამ ფულს მოიხმარს ისე, რომ ის სანქციების ქვეშ იყოს. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური პროცედურები, რომელსაც გადის აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, ვინც სანქციების ქვეშ არის. სანქციები არ არის კარგი, ამას აქვს გამოსავალი. ამის გამოსავალი ის კი არ არის, რომ დიფ სთეითი ეძახოს შეერთებულ შტატებს, ლონდონის არბიტრაჟს და სპეცსამსახურების  მართული ეძახოს შვეიცარიის კონფედერაციას, რომელმაც ნეიტრალურა გაუძლო ორ მსოფლიო ომს- არა, ა აქ არის მარტივი გამოსავალი, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რუსული საქმის კეთება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

გუშინ ივანიშვილის ადვოკატმა საერთაშორისო დავებზე განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე გავრცელდა. შვეიცარულმა ბანკმა ივანიშივილის ცოლს და შვილებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა. ივანიშვილი ელოდება, რომ ლოდონის სასამართლოში პროცესის მოგების მიუხედვად, ვერ მიიღებს ვერც "კრედიტ სუისთან" სადაო 607 მილიონ დოლარს. ჯამში ივანიშვილის ადვოკატის აღირებით, "ოცნების" დამფუძნებელს ერთ მილიარდ დოლარამდე ფული აქვს გაყინული. 

მსგავსი სიახლეები