როცა ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს „შოპინგში“ ხარჯავდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე გავლენიანმა ჯგუფმა რეზოლუცია მიიღო - ბოკუჩავა
როცა ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს „შოპინგში“ ხარჯავდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე გავლენიანმა ჯგუფმა, რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ იმ საგანგებო ბრიფინის დროს განაცხადა, სადაც სამთავრობო მედიები სიცრუის ტირაჟირებაში ამხილა. საუბარია EPP-ს საგანგებო რეზოლუციაზე, რომელიც აღნიშნული მედიების მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
როდესაც ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს შოპინგში ხარჯავდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს კონკრეტული საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედებას კორუფციული სქემების შესწავლის მიზნით, რაც შემდგომ გახდება საფუძველი ფინანსური სანქციების დაწესების რეჟიმის და მისი წევრების მიმართ, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ენმ-ის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო ბრიფინგით უპასუხა.
ბოკუჩავამ ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა ვიზუალური მასალაც და აღნიშნა, რომ რეზოლუცია რეალურად მიღებულია ეუთოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის, მიერ, სადაც პირველად გაჩნდა მოთხოვნა საქართველოს მასშტაბური კორუფციისა და ფულის გათეთრების საერთაშორისო გამოძიებაზე.