21 დღეში დასრულებული პოლიტიკური კარიერა - ლუკა ძაძამიას პირველი კომენტარი
ლუკა ძაძამიას პირველი კომენტარი - 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც 2023-2024 წლების აქციების აქტიური მონაწილე იყო, შემდეგ კი უეცარად ქართული ოცნების სიაში მოხვდა, ამტკიცებს, რომ პოსტი საკრებულოში საკუთარი ნებით დატოვა.
ძაძამია მის მიმართ ბულინგზე საუბრობს და ამბობს, რომ საქმიანობას ახალი სტატუსით გააგრძელებს, თუმცა რა სტატუსს გულისხმობს, ამას მედიასთან არ აკონკრეტებს.
ახალგაზრდა, რომელმაც პოლიტიკური კარიერა 21 დღეში დაასრულა, ირწმუნება, რომ პოზიციას არ შეიცვლის და ისევ რუსთაველის გამზირზე არ დაბრუნდება.
"პირველების" არაერთი კითხვის მიუხედავად, ძაძამიამ მედიას არ გაუმხილა, ვისი რეკომენდაციით მოვხდა "ოცნების" სიაში და საკრებულოში, სადაც მისმა მოღვაწეობამ მხოლოდ 21 დღე გასტანა.
სამწუხაროდ, ცალსახა გახდა თქვენი ტელევიზიების ინტერესს არ წარმოადგენს არც ჩვენი დედაქალაქის კეთილდღეობა და არც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავალი, იქიდან გამომდინარე, რომ ის ბინძური პიარ კამპანია, რომელიც გუშინ ვნახეთ და ცალმხრივად ორიენტირებული იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მოწოდებაზე.
რაც შეეხება ჩემ გადაწყვეტილებას- მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, ამ მიზნის მიღწევისთვსი და განხორციელებისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ პერიოდში ვიყავი არაერთი თავდასხმის ადრესატი, რომლის მთავარი ფუძემდებლები მათ შორის თქვენი მედია საშუალებებიც იყვნენ. საქმიანობას გავაგრძელებ ახალი სტატუსით ჩემი პირადი რესურსით ვუზრუნველვყოფ ხსენებული მიზნების მიღწევას, რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების ზრუნვასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.
დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, საზოგადოება შესაბამის ინფორმაციას მიიღებს. მიუხედავად იმის, რომ ადრეულ ასაკში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც ბუნებრივია, შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა პიროვნულად ჩემზე და ჩემ ძვირფას ადამიანებს თავდასხმები და მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არცერთ მხრივ არ შეცვლილა ვრჩები როგორც ჩემი გუნდის, ასევე სამშობლოს ერთგული და მაქსიმალურად, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები, რომ ამ ღირებულებების დაცვის და მათი კეთილდღეობისთვის, ყველა საჭირო ღონისძება განვახორციელო.
ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და დედაქალაქის უდიდესმა ნაწილმა და მე და ჩემ გუნდს უდიდესი ნდობა გამოგვიცხადა, რის შედეგადაც 4 ოქტომბერს უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ.
("ოცნების" მხრიდან წასვლაზე ) არანაირ მინიშნებას არ ჰქონდა ადგილი. ბულინგის მცდელობები იყო, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი.
როდესაც, საპროტესტო მსვლელობების შედეგად გამოაშკარავდა აბსოლუტურად ყველა ანტისამშობლური და რადიკალური მიზნები, საზოგადოებისთვის თვალნათელი გახდა, რაოდენ დიდი შეცდომა იყო რაიმე სახის სენტიმენტების და თანადგომის გამოცხადებაც. არ ვუარყოფ (აქციაზე დგომას) თქვენს ტელევიზიას ვადანაშაულებ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში, რასთან დაკავშირებითაც გავაკეთე კონკრეტული განმარტება, რატომ აინტერესებდა თქვენს ტელევიზიებს ამ დეზინფორმაციის გავრცელება.
მეტსაც ვიტყვი, აღნიშნული კადრი 2024 წელი არ არის საერთოდ, ეგ არის 2022 წლის ბოლოს და 23 -ის დასაწყისში.
ვისი რეკომენდაციით მოვხდი სიაში, არ მიმაჩნია სწორად ეს ვისაუბრო, მითუმეტეს თქვენთან ", - ამბობს ლუკა ძაძამია.
"პირველების" ინფორმაციით, აქციებიდან ქართული ოცნების სიაში მოხვედრილი ლუკა ძაძამია საკრეუბლოდან გაუშვეს. პირველებმა მოიპოვა განცხადება რომელიც ძაძამიამ დაწერა. ის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.