"დიფსთეითი თუ 2008 წლიდან ებრძოდა [ივანიშვილს], 2012-ში როგორ მოიგო" - ზურაბ ფარჯიანი
"დიფსთეითი თუ 2008 წლიდან ებრძოდა [ივანიშვილს], 2012-ში როგორ მოიგო" - ამის შესახებ დიპლომატმა ზურაბ ფარჯიანმა განაცახადა.
მისი თქმით, უდავოა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს.
თუ ესეა მდგომარეობა, რადგან თავად [ბიძინა ივანიშილის] ადვოკატმა განაცხადა, მოდი ვენდოთ, სანქციები მუშაობს, მაგაზე ნუ ვიდავებთ. მაგრამ დიფსთეითი თუ 2008 წლიდან ებრძოდა, ან 2012-ში როგორ მოიგო, ან დიფსთეითი თუ ყოვლისშემძლეა, მაშინ რა ლოგიკაში ჯდება, 2012-მდე არჩევნებზე საერთოდ როგორ მიაღწია.
ჩემ ბავშვს, 3.5 წლის ბავშვს არ ვუყვები ეგეთ ზღაპრებს და ესეთი ზღაპრების ან როგორ სჯერათ, ან სხვას როგორ აჯერებენ. რამდენი ხანია ლაპარაკობენ დიფსთეითზე და არ გამოდის - თუ ყოვლისშემძლე ხარ, მაშინ ისიც უნდა შეგეძლოს, რომ ბიძინა 2008-ში დაამარცხო, ან 2009-ში, ან 2010-ში იმიტომ, რომ 5 მილიარდი მსოფლიოს დონეზე არაფერს არ წარმოადგენს, ჩემთვის და თქვენთვის არის დიდი ფული, ამ ქვეყნის მასშტაბით არის დიდი ფული და თუ ტრილიონებს ატრიალებენ, მაშნ ეს არაფერს არ წარმოადგენს და არც ბატონი ბიძნა წარმოადგენს არაფერს და თუ ამდენად სუსტები არიან, შევარცხვინე ის დიფსთეითი. წარმოიდგინეთ, ეს ხალხი, რომელიც ბაკურიანში 5 კორპუსი ააშენეს და ეს არ იცოდნენ და ახლა აღმოაჩინეს, ესენი გვეუბნებიან რომ იციან დიფსთეითი რას გეგმავს სადღაც ვოლსტრიტზე," - განაცხადა ზურაბ ფარჯიანმა.
- ივანიშვილი შეგუებულია, რომ თანხების დაბრუნება არ მოხდება - ადვოკატი Credit Suisse-თან დავაზე
- შვეიცარულმა ბანკმა ამერიკული სანქციების მოტივით ანგარიშებზე წვდომა ივანიშვილის გარდა, მის ცოლს და ოჯახის წევრებსაც შეუზღუდა
გუშინ ივანიშვილის ადვოკატმა საერთაშორისო დავებზე განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე გავრცელდა. შვეიცარულმა ბანკმა ივანიშივილის ცოლს და შვილებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა. ივანიშვილი ელოდება, რომ ლოდონის სასამართლოში პროცესის მოგების მიუხედვად, ვერ მიიღებს ვერც "კრედიტ სუისთან" სადაო 607 მილიონ დოლარს. ჯამში ივანიშვილის ადვოკატის აღირებით, "ოცნების" დამფუძნებელს ერთ მილიარდ დოლარამდე ფული აქვს გაყინული.