"თავად არ აქვს იმედი, რომ ამ თანხას მიიღებს" - ივანიშვილმა შესაძლოა სადავო მილიონები ვერ დაიბრუნოს
ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა სადავო მილიონები ვერ დაიბრუნოს. ექსპერტების თქმით, ბიძინა ივანიშვილს თავად არ აქვს იმედი, რომ ის ამ თანხის მიღებას შეძლებს და არა იმიტომ, რომ მას "დიფსთეითი" ებრძვის, არამედ იმიტომ, რომ ის უკვე სანქცირებულია.
სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრები ბრიტანეთსა და აშშ-ში ცდილობენ ივანიშილს თავიდან აარიდონ შემდგომი სანქცირება.
ჩვენ კარგად ვხედავთ, ივანიშვილის ემისრები როგორ ცდილობენ აშშ-ში იქნება, თუ დიდ ბრიტანეთში კარგი წარმოდგენა შექმნან ივანიშვილზე და თავიდან აარიდონ შემდგომი სანქცირება. თავად არ აქვს იმედი, რომ ის ამ თანხის მიღებას შეძლებს და არა იმიტომ, რომ მას ვიღაც დიფსთეითი ებრძვის, არამედ იმიტომ, რომ მან კარგად იცის, ის არის უკვე სანქცირებული კონკრეტული საფუძვლების გამო, ხოლო სანქცირებულ ადამიანებს არ აძლევენ წვდომას თუნდაც მათ საკუთრებაში არსებულ თანხებზე სწორედ იმიტომ, რომ ეს თანხები შემდგომში კვლავ არ იქნეს გამოყენებული იმ საქმიანობისთვის, რისთვისაც ის დასანქცირდა," - თქვა ირაკლი აბესაძემ.
ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ ფულზე სანქციების დაწესებამდეც დარდობდა.
ჯერ არ იყო სანქციების თაობაზე რაიმე გადაწყვეტილელბა მიღებული ცალკეული პირების მხრიდან, როდესაც ამ დავის თაობაზე პირველად შეიტყო საზოგადოებამ, მე უფრო ადრეც ვიცოდი ამის თაობაზე. ბევრად უფრო ადრე დაიწყო ეს დავა, მაშნ ჯერ კიდევ ვიყაი პარლამენტში და მახსოვს ეს როგორი მწვავე, მგრძნობიარე თემა იყო მისთვის და ამას უკავშირებს, რომ თითქოს ყველამ პირი შეკრა მის წინააღმდეგ.
სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ასეთი განზოგადება მოახდინა მისი კერძო დავის და დაუკავშირა იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება მას ამ ფორმით სჯის," - ამბობს ეკა ბესელია.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ სანქციები მუშაობს და კიდევ უფრო მეტად იმუშავებს, რაც უფრო დრო გავა.
რა თქმა უნდა, მათ აწუხებთ მაგრამ ასე თვლიან, რომ შეტევაში უნდკა იყვნენ, როგორც კი უკან დაიხევენ, ეს აღქმული იქნება საზოგადოებაში სისუსტედ და შეიძლება სისტემა, რომელიც "შუშის ფეხებზე დგას", ჩამოეშალოთ, ამის ეშინიათ და ამიტომ, ეს ყალბი რიტორიკა გვესმის, რომ არ მუშაობს [სანქციები], როგორ არ მუშაობას, მშვენივრადაც მუშაობს და კიდევ უფრო მეტად იმუშავებს, რაც უფრო დრო გავა, თუ ასე გაგრძელდა," - ამბობს გია ხუხაშვილი.
- ივანიშვილი შეგუებულია, რომ თანხების დაბრუნება არ მოხდება - ადვოკატი Credit Suisse-თან დავაზე
- შვეიცარულმა ბანკმა ამერიკული სანქციების მოტივით ანგარიშებზე წვდომა ივანიშვილის გარდა, მის ცოლს და ოჯახის წევრებსაც შეუზღუდა
გუშინ ივანიშვილის ადვოკატმა საერთაშორისო დავებზე განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე გავრცელდა. შვეიცარულმა ბანკმა ივანიშივილის ცოლს და შვილებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა. ივანიშვილი ელოდება, რომ ლოდონის სასამართლოში პროცესის მოგების მიუხედვად, ვერ მიიღებს ვერც "კრედიტ სუისთან" სადაო 607 მილიონ დოლარს. ჯამში ივანიშვილის ადვოკატის აღირებით, "ოცნების" დამფუძნებელს ერთ მილიარდ დოლარამდე ფული აქვს გაყინული.