წავიდა თუ აიძულეს? - 20 წლის პოლიტიკოსის 21 დღეში დასრულებული კარიერა
ლუკა ძაძამიამ საკრებულო ზუსტად 21 დღეში დატოვა. ის იმ მანდატს დაემშვიდობა, რომელზეც, მისივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ოფიციალური ვერსიით, იგი კერძო სექტორში გადადის, თუმცა სად - არ აკონკრეტებს. მისი განცხადებით, პოლიტიკიდან გასვლა საზოგადოებრივი კრიტიკის გამო გადაწყვიტა.
კითხვები ჩნდება, რის გამო დატოვა თანამდებობა ახალგაზრდა დეპუტატმა, რომელსაც კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ახალ სახედ“ და მომავალი პოლიტიკოსად მოიყვანა. სოციალურ სივრცეში არაერთი განცხადება იძებნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან, რომლებიც აპროტესტებდნენ საკრებულოს სიაში იმ ადამიანის ჩასმას, რომელიც ადრე ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა.
არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ პარტიამ ძაძამია თავდაპირველად გამოიყენა, როგორც მაგალითი, თითქოს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ახლა მმართველ გუნდში გადადიან, და შემდეგ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
ძაძამია საკრებულოში მას შემდეგ მოხვდა, რაც რუსთაველზე 2023 წლის მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. დღეს კი 21 წლის ყოფილ დეპუტატს აღარ სურს გაიხსენოს, როდის და რატომ იდგა რუსთაველზე. მიუხედავად ამისა, ჩვენს არქივში ინახება მასალა — კადრები და ინტერვიუ — სადაც იგი თანატოლებთან ერთად 2023 წლის 9 მარტს პარლამენტთან ჩანს.
დარჩება უპასუხოდ კითხვები: რატომ დასრულდა მისი პოლიტიკური კარიერა მხოლოდ სამ კვირაში? აიძულეს თუ არა მისვლა? და რატომ არ განმარტავს კახა კალაძე, რომელმაც პირადად შეარჩია იგი პარტიულ სიაში, როდის და რის საფუძველზე აღმოაჩინა 21 წლის ახალგაზრდა, როგორც პოლიტიკოსი.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.