პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა პრეზიდენტ ზელენსკის
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის - ზურაბიშვილი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს თანადგომას უცხადებს და სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებაში წერს, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით დგას.
„ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მე და თქვენი ქართველი მეგობრები ამ მნიშვნელოვან მომენტში თქვენს გვერდით ვდგავართ და გისურვებთ ძალას და მშვიდობიან მომავალს ღირსებით, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პატივისცემით“, - წერს ზურაბიშვილი.
- ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ლიდერები ერთად შეიკრიბებიან და უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. დიდი ოცეულის ქვეყებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რა ულტიმატუმს უყენებენ კიევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:
- გეგმის ძირითადი პუნქტებია:
- • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
- • ნატო აღარ გაფართოვდება;
- • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
- • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
- • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
- • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
- • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.