აქტივისტის დამკავებელი პოლიციელი: ბავშვობაში, მეც მქონდა [სათამაშო მამალი] სულ ვაჭყვიტინებდი
ჭყვიტინა სათამაშო, როგორც დანაშაულის იარაღი - პოლიციელები, რომელთა ჩვენების საფუძველზეც რუსთაველის გამზირზე დაკავებული ვანო სხირტლაძე 8-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს, TV პირველთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ.
გელა გელაძის უწყების წარმომადგენლების თქმით, აქტივისტმა, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მაშინ, როცა სათამაშო აახმაურა.
მოწმე-პოლიციელებიდან ერთ-ერთი ამბობს, რომ ჭყვიტინა მამალი ბავშვობაში მასაც ჰქონდა, თუმცა მაშინ სათამაშოს სხვა დანუშნულება ჰქონდა.
პოლიციელებმა ჩვენებაში თქვეს, რომ სხირტლაძის მიერ სათამაშოს ჭყვიტინი დამცირებად აღიქვეს.
"ხელში ეჭირა სათამაშოს მაგვარი ხელსაწყო, რომელიც გამოსცემდა ხმას, ეს მიქონდა პოლიციელების სახეებთან და ცდილობდა გამოწვევას. სახესთან რომ მიგაქვს ჭყვიტინა სათამაშო და ხმებს გამოსცემს ეს ნამდვილად დამამცირებელია" - თქვა შსს-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.