გრძელვადიანი გეგმა, მოკლე ვადაში გამარჯვებისთვის - როგორია ნიკა მელიას ფორმულა

24.11.25 18:01
გრძელვადიანი გეგმა, მოკლე ვადაში გამარჯვებისთვის - როგორია ნიკა მელიას ფორმულა

"უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა, რათა მოკლე ვადაში გავიმარჯვოთ" - ასეთია პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას გამარჯვების ფორმულა. 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის პროცესი დღეს გაიმართა. 
  • ნიკა მელიამ პროცესზე ისაუბრა პროტესტზე, მოსამართლისთვის წყლის შესხმის მოტივზე, პატიმრებზე,  ასევე გამოეხმაურა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  

"პარტიების აკრძალვაზე პარადოქსული პოზიცია მაქვს: თუკი, კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება, თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი" - თქვა სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსმა. 

სირცხვილიც კი არის დღეს ადამიანი პარტიაზე, ფრაქციაზე ფიქრობდეს. ბევრი მიფიქრია პარტიების აკრძალვაზე ციხეში, გაგიკვირდებათ და პარადოქსული პოზიცია მაქვს. თუკი, კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება. გაცამტვერდება აღდგება რეალური პოლიტიკურობა. მანამდე, თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პატრიოტი ადამიანი. მაშინ როცა პარტიული პოლიტიკა დაბრუნდება, ბუნებრივია ყველა ადამიანი თავის თანამოაზრეს იპოვის, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, კოორდინაცია ჯგუფებს შორის უმნივნელოვანესია.

 

მსგავსი სიახლეები