როგორ ხდებოდა ტენდერების ჩაწყობა? - დაკავებული ექს მაღალჩინოსანი ბიზნესმენმა ამხილა

24.11.25 20:54
როგორ ხდებოდა ტენდერების ჩაწყობა? - დაკავებული ექს მაღალჩინოსანი ბიზნესმენმა ამხილა

114 ათასი ლარის ოდენობის ზარალი სახელმწიფოს და გამოგონილი მიზეზით დახარვეზებული სატენდერო ხელშეკრულება - ღარიბაშვილის გარემოცვის წევრის და "ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკის წინააღმდეგ ჩვენება დღეს იმ კომპანიის შეფმა მისცა, ვინც მიქაუტაძის მმართველობის დროს "თბილსერვისს" სასამართლო დავა მოუგო და სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაციაც მიიღო. ირკვევა, რომ კომპანი "მაი ჯიპიესს", რომელსაც თბილისის მერიისთვის ლედ სანათები უნდა მიეწოდებინა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რომეო მიქაუტაძემ ხელშეკრულება შეუწყვიტა - რითიც სახელმწიფოს ზიანი მიადგა.

ვისი მეშვეობით ცდილობდა ბიზნესმენი "ქართულ ჯიგრულ პონტში" მიქაუტაძესთან დალაგებას უცნობია, თუმცა მიხეილ ჩაკაბერია დღეს არ ყოფილა ერთადერთი, ვინც მიქაუტაძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. კომპანია "ბლუბერი ლაბის" დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ მისგან შეძენილ წილებს, რომეო მიქაუტაძე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პარალელურადაც მართავდა.

დღეს სახელმწიფო ბრალდებამ 6 მოწმე დაკითხა, მათ შორის იყვნენ მიქაუტაძეების ოჯახთან დაახლოებული პირები, ვინც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში რომეო მიქაუტაძის რეკომენდაციით ან უშუალო ჩართულობით მოხვდნენ. მათთან კითხვები, იმ სავარაუდო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე დაისვა, რომელსაც გამოძიების ვერსიით რომეო მიქაუტაძე სხვადასხვა პირების ანგარიშებზე რიცხავდა.

ადვოკატებმა დღეს სასამართლოში წარადგინეს ეკონომიკური ექსპერტიზის ალტერნატიული დასკვნა. ამ დოკუმენტით დგინდება, რომ რომეო მიქაუტაძის ოჯახს 2007 წლიდან დღემდე ლეგალურად 15 მილიონზე მეტი შემოსავალი ჰქონდა. არადა სახელმწიფო ბრალდების ვერსიით სადაო პერიოდში მინისტრის ყოფილმა მოადგილემ 9 მილიონამდე ღირებულების დაუსაბუთებელი ქონება გაათეთრა.

დეტალებით ლიზა ლასარეიშვილი

მსგავსი სიახლეები