სანქციების ეფექტი - ივანიშვილს მილიარდების ბედი გაურკვეველია

24.11.25 20:07
სანქციების ეფექტი - ივანიშვილს მილიარდების ბედი გაურკვეველია

68-გვერდიანი დასკვნით ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის მრავალწლიანი სამართლებრივი დავა დასრულდა. ბრიტანელმა ლორდებმა შვეიცარული ბანკის საჩივარი უარყვეს და ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს. ოლიგარქის ადვოკატი ამბობს, რომ მოგების მიუხედავად ფულს ამერიკული სანქციების გამო ივანიშვილი მაინც ვერ მიიღებს. ახლა ივანიშვილს მხოლოდ იმის იმედი აქვს რომ ტრამპი ერთი წლის წინ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ივანიშვილს ახლა მხოლოდ იმედიღა რჩება, რომ მის ერთ მილიარდს, რომელიც პუტინის რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებების გამო გაუყინეს, ოდესმე მიიღებს. "ქართული ოცნება" ვეღარ მალავს, რომ ქართველ ოლიგარქს დასავლეთი, ქართველი ხალხისთვის მოწყობილი რეპრესიების და ევროპული მომავლის განადგურების გამო სჯის.

ივანიშვილი ცდილობს, რომ ამერიკული სანქციები როგორმე მოუხსნან, თუმცა ამის პარალელურად ელოდება ბრიტანულ სანქციებსაც, ოლიგარქის ადვოკატმა დღეს თავად აღიარა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის სანქცირების პროცესი გრძელდება და ელოდებიან ახალ სერიასაც.

ივანიშვილებს რაც კი ფული აქვთ უცხოეთში და რისი გადამალვაც ვერ მოასწრეს ყველაფერი გაყინული აქვთ. არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არამედ მისი ოჯახის წევრებსაც. ეკონომისტები განმარტავენ, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში პრაქტიკულად კეთროვნად არის გამოცხადებული და არცერთი მსხვილი ბანკი სანქცირებულ პირთან საეჭვო თანამშრომლობით საკუთარ რეპუტაციას ზიანს არ მიაყენებს. 

ერთ თვეში ერთი წელი ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცა. ერთი წელი "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ სანქციები არ მუშაობს და არ იქნებოდა, თუმცა ახლა ივანიშვილი წერილს წერილზე აქვეყნებს, როგორ დარჩა უცხოური აქტივების გარეშე.

დეტალებით თათია წოწონავა

მსგავსი სიახლეები