სად არის ივანიშვილი - სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

25.11.25 12:09
სად არის ივანიშვილი - სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

 "ქართული ოცნების" წევრი ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და ქმართან, ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს. 

ფოტოს FACEBOOK-ზე განთავსების თარიღი ემთხვევა გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების უმაღლესმა სააპელაციო ორგანომ – ლონდონის სასამართლოს Privy Council-ის გადაწყვეტილებას. 

ფოტო სავარაუდოდ, სასტუმრო "პარაგრაფ თაბორშია" გადაღებული. 

Privy Council-მა ძალაში დატოვა ბერმუდის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის გადახდა ეკისრება.

მსგავსი სიახლეები