ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა - პაპუაშვილი რუტეს აკრიტიკებს

25.11.25 12:57
ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა - პაპუაშვილი რუტეს აკრიტიკებს

ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა".

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნატოს მხრიდან "თითის გამოშვერა" და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ნატოს წევრი იყოს - "ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზეა".

ქართველი ხალხი აღარ არის უკვე მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ. მგონი, კარგად ხედავს ქართველი ხალხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს, რომ თქვეს, კარი ღია არისო, გავიდა 17 წელი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა. გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო მხრივ დაახლოების თვალსაზრისით, პირდაპირ ომებში შესვლით და ბრძოლით ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. ბატონი რუტე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და პრემიერიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს! ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი. ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა

სიტყვით თითქოს ჰპირდებოდნენ, როგორც საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული. წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, კვლავ გაუგებრობაში აყენებენ საქართველოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.

კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

მსგავსი სიახლეები