ნატო უმადურია - თენგიზ შარმანაშვილი

25.11.25 13:44
ნატო უმადურია - თენგიზ შარმანაშვილი

ნატო უმადურია - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მარკ რუტეს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა".

შარმანაშვილი ამბობს, რომ უსამართლობაა NATO-ს გენერალური მდივნის მხირდან ასეთი განცხადება, მაშინ, როცა ასობით ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა  NATO-ს სამხედრო ოპერაციებში - "საქართველოს განაცხადი სისხლით აქვს დაწერილი".

ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებსი უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია, ფორმალურად მონაწილეობდნენ ავღანეთში და სხვა ასეთ წერტილებში, ოპერაციებში, მაშინ, როდესაც ასობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩრდა. ისინი შტაბში არ ისხდნენ, წინა ხაზზე იყვნენ თავის პარტნიორებთან ერთად. ასე რომ მარკ რუტეს ამ განცხადებას ვუპასუხებდი - განაცხადი კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს დაწერილი და თუ არ გაითვალისწინებენ ამას, ეს იქნება ძალიან უსამართლო საქციელი. 

მათ მიზნად აქვთ დასახული აქ რევოლუციების მოხდენა. ამაში ჩვენ ვერ ავყვებით. მათი ძალისხმევა კი არ ჩაიყარა წყალში, მათ ძალისხმევას ნატოს ხელმძღვანელობა ყრის წყალში. უმადურია დიახ", - განაცხადა შარმანაშვილმა. 

ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.

კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

 

მსგავსი სიახლეები