წილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური იყო
"2008 წლის ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში საქართველოს მიღება აქტუალური იყო"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ვერანაირად ვერ იგრძნო "NATO-ს ქოლგა და მხარდაჭერა".
საქართველო-NATO-ს ურთიერთობაში ვისაც შემაშფოთებელი აქვს რაიმე საფუძველი, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ იგრძნო NATO-ს ქოლგა და მხარდაჭერა. ეს დაწყებული, თუნდაც 2008 წლის უმძიმესი ომის დღეებიდან, როდესაც ფაქტიურად ამ პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო, რამაც დააპროვოცირა სწორედ ის რუსული აგრესია, რომლის შედეგადაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს მიემატა სხვადასხვა სოფლები და ჩვენი მოქალაქეები და სამხედროები დაიღუპნენ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამდენი წლის მანძილზე საქართველო ფაქტიურად ღია კარში დგას და არც NATO-ში უშვებენ და სამაგიეროდ ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით," - თქვა ნინო წილოსანმა.