"ოცნება" დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წინააღმდეგ - რით ემუქრება ივანიშვილის გუნდი თავისუფალ ჟურნალისტებს

25.11.25 20:28
"ოცნება" დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წინააღმდეგ - რით ემუქრება ივანიშვილის გუნდი თავისუფალ ჟურნალისტებს

"ქართული ოცნება" ონლაინ მედიას ემუქრება. ორგანიზაციები სამიზნეში ამჯერად არაბული ინვესტიციების კრიტიკული გაშუქებისთვის ამოიღეს. ინფორმაციული სტატიები საბაბად გამოიყენეს და ახალი პროპაგანდისტული ნარატივიც შექმნეს. ამტკიცებენ, რომ კრიტიკული გაშუქება უცხოურ ფინანსურ წყაროებთან არის დაკავშირებული და ქვეყნის მსხვილ ინვესტიციას ზიანს აყენებს. ამასთან, ივანიშვილის გუნდი ამ ბრალდებებს დამატებით არგუმენტებს არ ურთავს, ხოლო კამპანიის მთავარი ფოკუსი მედიაზე საჯარო შეტევას უკავშირდება.

მედიაორგანიზაციებში მასშტაბური შეტევა ჯერ პროპაგანდისტული არხებით დაიწყო და შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა. ონლაინ მედიები, რომლებზეც პაპუაშვილი მუქარანარევი ტონით საუბრობს, არაბულ ინვესტიციებზე კითხვებს სვამენ - დამალულ ხელშეკრულებაზე, პრობლემურ შეთანხმებაზე და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე საუბრობენ. თუმცა, "ოცნებას" კითხვებზე პასუხის ნაცვლად საპასუხო შეტევა ურჩევნია.

ონლაინ ორგანიზაციები ხელისუფლების მთავარ წუხილებს მარტივად მიხვდნენ. ისინი "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე რეპრესიული კანონითაც ვერ გააჩერა. ჯერ იყო რუსული კანონი, შემდეგ ფარა, შემდეგ კანონი გრანტების შესახებ. ამ ზომების გატარების შემდეგ ონლაინ გამოცემების არსებობა პრაქტიკულად იქ მომუშავებ ჟურნალისტების ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. და რადგან ეს ჯერ კიდევ არსებობს, ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ახლა დისკრედიტაციის ახალი ტალღა დაიწყო, საიდანაც გამარჯვებული ხელისუფლება ვერ გამოვა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები