პატიმარი სააკაშვილი პატიმარ მელიას პასუხობს - პოლიტიკური წითელი ხაზის სკანდალი გრძელდება

25.11.25 20:12
პატიმარი სააკაშვილი პატიმარ მელიას პასუხობს - პოლიტიკური წითელი ხაზის სკანდალი გრძელდება

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, რომლის მთავარი ადრესატი ამავე ციხის ბინადარი ნიკა მელიაა. წერილში ყოფილი პრეზიდენტი მელიას და ნიკა გვარამიას „მეგობრებსა“ და „ღირსეულ მებრძოლებს“ უწოდებს. სააკაშვილი ცდილობს განმარტოს მის სახელით სოციალურ ქსელში სამი კვირის წინ გავრცელებული განცხადების შინაარსი და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეთანხმებული, მისი თქმით, გილაურის კლანია, ხოლო მელიასა და გვარამიასთან მას არავითარი კითხვა ან პრეტენზია არ აქვს.

სანამ სააკაშვილი მელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გამოაქვეყნებდა და განმარტებებს გააკეთებდა, სოციალურ ქსელში გააკრიტიკა ის პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის მიუღებელია.

დღეს სააკაშვილის პარტიაში ფრთხილი კომენტარები გაკეთდა. გაჩნდა კითხვა - როგორ გაგრძელდება ოპოზიციური თანამშრომლობა ხმაურიანი ურთიერთბრალდებების შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ერთადერთი რეალური გზა ახლა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაა და არა დაპირისპირება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები