არაბული ინვესტიციები და განათლების რეფორმა - რა კითხვები აქვთ "ოცნების" დეპუტატებს კობახიძესთან

26.11.25 11:24
არაბული ინვესტიციები და განათლების რეფორმა - რა კითხვები აქვთ "ოცნების" დეპუტატებს კობახიძესთან

რა კითხვები ექნებათ "ოცნების" დეპუტატებს ირაკლი კობახიძესთან? უკვე ცნობილია, რომ ივანიშვილის პრემიერი განათლების რეფორმასა და "იგლ ჰილსის" პროექტზე ისაუბრებს.

"ონების" წევრები ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხები წინდაწინ იციან, თუმცა კითხვების დასმა მაინც საჭიროა, რადგან ინფორმაცია საზოგადოებასაც ჰქონდეს. 

ირაკლი კობახიძესთან, ჯამში, 15 შეკითხვაა გაგზავნილი. მათ შორის, ვინ არის "იგლ ჰილსის" პროექტის ინვესტორი, ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები, რა კონრეტული ვალდებულებები აქვთ აღებული მხარეებს და არსებობს თუ არა უსაფრთხოების რისკები.

თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ყველა კითხვას ამომწურუვად უპასუხებს, გარდა ხელშეკურლების ნაწილისა, რადგან ეს კომერციული საიდუმლოებაა.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს განათლების რეფორმის აუცილებლობაზეც. 

ასეთი ტიპის ხელშეკრულებები სრული გამჭვირვალობა არ არსებობს. მიუთითეს კიდევაც, რომ აი, როდესაც ანაკლიის პორტზე იყო, იქაც ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ კომერციული საიდუმლოებაა. ჩვენი გამოგონილი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ტიპის კონტრქტები არ დაიდება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, გასცეს ყველა თეორიულ კითხვას პასუხი, მათ შორის გიჟურ კითხვებსაც კი. ასეთი სიტყვები გამოიყენა, როცა მეჩეთების მშენებლობაზე იყო ლაპარაკი. 

განათლების რეფორმა აუცილებლად გასაკეთებელია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ვხვდებით თუ არ გადავდგით შემდგომი ნაბიჯები, ჩვენ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით. უნდა გადაიხედოს სასწავლო პრორაგრამებიც, იმიტომ, რომ ეს სასწავლო პროგრამები, ბევრ შემთხვევაში, მოძველებულია, ბევრ შემთხვევაში იდეოლოგიზირებულია, განათლებაზე კი არ არის მიმართული, სხოტა სხვა მიზნებისკენ არის მიმართული, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

დეპუტატი შოთა ბერეგაშვილი ამბობს, რომ მისთვის ყველა პსუხი ისედაც ცნობილია და კობახიძესთან დამატებითი კითხვები არ აქვს.  

"იგლ ჰილსთან" დაკავშირებით ჩემთის ყველაფერი გასაგებია, დამატებითი კითხვები არ მაქვს, - ამბობს შოთა ბერეგაშვილი. 

"იგლ ჰილსის" პროექტის მნიშნელობაზე საუბრობს "ოცნების" დეპუტატი პაატა კვიჟინაძე. ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ აღნიშნული რისკებს არ შეიცავს და პირიქით, ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.  

თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ მილირადერები რუსთავის გზაზე გადმოვლენ საცოხვრებლად? ახლა რომ აშენებენ კომპანიები, არის რაიმე შეზღუდვა? როგორც ყიდულობენ ახლა, ისე იყიდიან მაშინაც. პირიქით, ეს შედარებით მცირეა, რაც ყოველწლიურად ბარდება. ამასთან, აქ არის ოფისები, მაღაზიები, გასართობი ცენტრები. შემოსავლები იქნება ბიუჯეტში, ეკონომიკა გაიზრდება. საერთოდ, ჩვენთვის მთავარია, რომ არ უნდა დავუშვათ ის შეცდომა, რაც დაუშვა ევროპამ და მათ შორის რუსეთმაც. მოქალაქეობა უნდა იყოს მკაცრი. ჩვენთან არის მკაცრი, მაგრამ მე პირადად მხარს დავუჭერდი, თუ კიდევ უფრო მკაცრი იქნება. ხალხი შემოვა-გავა, დაამთავრა თავისი სამუშაო? წავა უკან თავის სამშობლოში, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მოქალაქეობა მიიღოს. საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს ელოდებან. ის საკანონმდელო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

პარლამენტში უკვე მოქმდებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.  

მსგავსი სიახლეები