კუპრაძე: არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმური პრემიერი პროპაგანდისტულ შოუს მართავს
„ლელო“ მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე, რომელიც დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული, მორიგ პროპაგანდისტულ შოუს მოაწყობს. ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "ოცნების" ხელისუფლება პარლამენტის ტრიბუნას იყენებს არაბულ პროექტთან დაკავშირებული სკანდალის გადასაფარად.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქვეყნის სტრატეგიული ტერიტორიის გადაცემა უცხო კომპანიაზე ეროვნული ინტერესებით გაამართლოს, მაშინ, როცა ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია, აუქციონი არ ჩატარებულა, ინვესტიციის თანხა არ ჩანს და სამშენებლო ნებართვების გარეშე დაწყებულია გაყიდვები.
კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ პროცესს პოლიტიკური გავლენისა და კორუფციული სქემების გასამყარებლად იყენებს და საზოგადოებამ სრული ინფორმაცია უნდა მიიღოს, სანამ მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას უცხო კომპანიას გადასცემს.
სულ რაღაც ერთ საათში საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოამზადებს და წარმოადგენს პროპაგანდისტულ შოუს, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ანტიქართული ოცნების და ივანიშვილის პერსონალურ, სუბიექტურ, კერძო ინტერესებს.
რა თქმა უნდა, ინტერპელაციის წესით "ქართული ოცნების" მიერ ირაკლი კობახიძს დაბარება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთ შესაძლებლობას ივანიშვილისთვის და კობახიძისთვის, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნა არალეგიტიმურმა პრემიერმა. რისთვის? იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სცადოს პროპაგანდით დააყრუოს, დააბინძუროს საქართველოს მოქალაქეების გონება არაბულ პროექტებთან დაკავშირებით, არაბულ ანკლავებთან დაკავშირებით, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ივანიშვილს და კობახიძეს.
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ თეების განმავლობაში ანტიქართული ოცნება და ივანიშვილი ცდილობს, ეს პროექტი შემოასაღოს ეროვნული ინტერესების ღალატის ნაცვლად როგორც მნიშვნელოვანი პროექტი,რ აც სინამდვილეში, ლახავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, შევახსენოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ანტიქართული და ანტიეროვნული ოცნება აპირეს 9 მლნ კვ მეტრის, საუკეთესო ტერიტორიების გადაცემას არაბული კომპანიისთვის. ამ ყველაფერს არანაირი კავშირი და შეხება არ აქვს ინვესტიციასთან. ეს არის გაცემა საქართველოს სიმდიდრის ყოველგვარი რაციონალური არგუმენტაციის, ყოველგვარი ეკონომიკური, ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
ჩვენ ვნახავთ სულ რაღაც ერთ საათში კობახიძის მიერ, რომ ის არ გსცემს არცერთ კრიტიკულ შეკითხვას პასუხს და ის 15 შეკითხვა, რომელიც რეგისტრირებულია ინტერპელაციის პროცესზე, ანტიქართული ოცნების დეპუტატების მიერ იქნება დასმული ისე, რომ ეს მისცემს შესაძლებლობას ირაკლი კობახიძეს პროპაგანდისტული გზანილებით უპასუხოს. ახლავე ვიცით რაას უპასუხებს ის თავისი პროპაგანდის მეშვეობით.
ჩვენ მოვითხოვთ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას. პირველი, სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულება, რომელიც გაასადუმლოა ივანიშილმა და ირალი კობახიძემ. ეს ეხება არაბული კომპანიისთვის 9 მლნ კვ მეტრის გადაცემას კონკრეტული პირობების გარეშე. ეს ხელშეკრულება არ იძლევა სანდოობას, არ ვიცით დაზღვეულია თუ არა საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებები, შრომითი ინტერესები, მათი დასაქმების შესაძლებლობა, ა ტიპის გარემოს დაცვითი რეგულაციები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს ამ კერძ საკუთღების გასხვისება და ა.შ.
მეორე - რატომ არ ჩატარდა საჯაროდ აუქციონი? მაშინ, როაც საქართველოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ჩატარებულია საჯარო აუქციონი, რატომ არ მიეცა თუნდაც მსგავს მნიშვნელოვან პროექტში ქართულ კომპანიებს მონაწილეობის შესაძლებლობა? რატომ დაუთმო ივანიშვილმა და კობახიძემ უპირობოდ არაბულ უცხოურ კომპანიას 9 მლნ კვ მეტრი საუკეთესო ტერიტორია თბილისში, კრწანისსი ტყე-პარკში, რომელიც მცხეთის ტოლა ტერიტორიაა და ბათუმში გონიოს სანაპირო, რომელიც სიღნაღის ზომის ქალაქს წარმაოდგენს სინამდვილეში.
მესამე - სად არის ის 1. 2 მლრდ დოლარი, რომელიც ინვესტიციის სახით უნდა იყოს ასახული ან რომელიმე ანგარიშზე, ან რაიმე ტიპის თანამონაწილეობის სახით. ეს არის ის 2/3 რა წილიც მიიღო არაბულმა კომპანიამ.
და მეთხე მთავარი შეკითხვა - როგორ ხდება ისე, რომ არ არსებობს განაშენიანების გეგმა, არ არსებობს არანაირი გადაწყვეტილება სამშენებლო ნებართვის შესახებ, გარემოს დაცვის რეგულირების შესაბამისი გადაწყვეტილებები და პარალელურად, დაწყებულია გაყიდვები არსებული ე.წ. არაბული ქალაქის მშენებლობის პროცესში?
ანუ აქ გვაქვს შეხება კიდევ ერთ აფიორასთან , სადაც არაბული კომოანია 1.3. მლრდ დოლარის ჩადების ნაცვლად ისევ წინასწარი გაყიდვებით, ისევ საქართველოს მოქალაქეების ცდილობს, რომ ეს არ არსებული ინვესტიცია აქციოას თავის ბენეფიტად. ეს არის ტყუილი, რაშიც ივანიშვილი და კობახიძე ამყოფებს პირველ რიგში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.
ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს სასწრაფოდ ხელშეკრულება, გასაჯაროვდეს ის პირობები, რაც მოაწერა ხელი ივანიშვილმა და მათი მხრიდან თქმა იმისა, რომ თითქოსდა სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესი არის დაცული, ჩვენთვის ეს არ არის დამაჯერებელი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელტა თითოეული თანამდებობის პირი, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან დამთავრებული აუდიტის სამსახურებით, არის კორუფციაში ბრალდებული, მხილებული და დღეს განსასჯელი სკამებზე სხედან.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩაბმული იმ კორუფციაში, ჩაბმული იმ დანაშაულებრივ ფერხულში არ იმსახურებს ნდობას, რომ მსგავსი მნიშვნელობის პროექტზე გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებაში ენდოს საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური სპექტრი ან ნებისმიერი პირი, რომელსაც აინტერესებს ამ ქვეყნის მომავალი. ჩვენ არ მივცემტ ირალი კობახიძეს შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის გამო ის აქტიურად ესხმის "ლელოს" თავს, რომ კომფორტული შეკითხვებით, რომელსაც დაუსვამენ თავისი ჯიბის დეპუტატები ინტერპელაციის წესით, გაიაროს ეს პროცესი. ჩვენ ვამხელთ მათ და მზად ვართ, რომ ბოლომდე გავყვეთ ამ პროცესს საქართველოს ეროვნული ინტერესების და მოქალაქეების ინტერსების დასაცავად, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს ელოდებან. ის საკანონმდელო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.
პარლამენტში უკვე მოქმდებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
რა კითხვები ექნებათ "ოცნების" დეპუტატებს ირაკლი კობახიძესთან უკვე ცნობილია. ივანიშვილის პრემიერი განათლების რეფორმასა და "იგლ ჰილსის" პროექტზე ისაუბრებს.
"ონების" წევრები ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხები წინდაწინ იციან, თუმცა კითხვების დასმა მაინც საჭიროა, რადგან ინფორმაცია საზოგადოებასაც ჰქონდეს.