"რუსების დავალებით არ ვმოქმედებ"- მოსამართლე შვანგირაძემ თინა ბოკუჩავა სასამართლოდან გააძევა

26.11.25 15:25
"რუსების დავალებით არ ვმოქმედებ"- მოსამართლე შვანგირაძემ თინა ბოკუჩავა სასამართლოდან გააძევა

ხმაური სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესზე - რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. 

სხდომაზე ერთ-ერთ მოქალაქეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონიდან გადაღებული ფოტოსურათი წააშლევინეს, რასაც ბოკუჩავას რეპლიკა მოჰყვა: „ბარემ დაიჭირეთ“. აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლე შვანგირაძემ უთხრა, ფეხზე ამდგარიყო.

„რუსების დავალებით არ ვმოქმედებ“, - თქვა ბოკუჩავამ მოსამართლის მისამართით, რომელმაც თავის მხრივ პოლიტიკოსს სახელი და გვარის თქმა მოსთხოვა. „დაგუგლეთ“, - უპასუხა ბოკუჩავამ ირაკლი შვანგირაძეს. 

საბოლოოდ ენმ-ის ლიდერი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

„საქართველო გაიმარჯვებს, თქვენ დაისჯებით!“ - ამ სიტყვებით დატოვა დარბაზი პარტიის თავმჯდომარემ. 

მსგავსი სიახლეები