როდის იტყუებოდა კობახიძე?
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა დღეს, 26 ნოემბერს, Eagle Hill-ის პროექტის დასაბუთებისას თქვა, რომ "საქართველო ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, დაახლოებით 30-40 %-ით ჩამორჩება“
ირაკლი კობახიძის ეს განცხადება რადიკალურად განსხვავდება რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომენტარისგან.
რა თქვა 21 ნოემბერს კობახიძემ POSTV-ის ეთერში?
- „ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს… ევროკავშირი ხარ… იცი, რომ 30%-დან ჩამოხვედი 17.5%-მდე, კატასტროფული მდგომარეობა გაქვს. პირველი, რაზეც უნდა დაიწყო საუბარი, არის - რა ვუშველოთ ეკონომიკას“ - კობახიძე 21 ნოემბერს POSTV-ის ეთერში
რა თქვა კობახიძემ პარლამენტში?
- „წელსაც გვაქვს თითქმის 8%-იანი ზრდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი… ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია… ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით, მაგალითად, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, დაახლოებით 30-40 %-ით“