დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა - მურთაზ ზოდელავას სიტყვა
4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც დასავლეთი, არც ენჯეო, არც მედიატორი - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სხდომათა დარბაზში თქვა, რომ დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორების "ჩაქოლვას ითხოვდა".
ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა არავინ - თქვა ზოდელავამ.
რაღაც არსებობს, რაღაც ზომიერება, განსაკუთრებით მაშინ, რომ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ამოცანა, შესრულებული იყოს, ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა არავინ, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა...ყველაზე მურტალი მუხლი.... 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც დასავლეთი, არც ენჯეო, არც მედიატორი..საქართველოში სულ ასეთი აქციები იყო, სხვა ტიპის აქციები უბრალოდ არ ყოფილა...გავიგეთ რომ ახლა ეს სტანდარტია, შეგუეული ვარ რომ კარგი ცხოვრება არ მექნება, ამ ადაიანებს სხვა თვალით შეხედეთ რა, ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრეთ შევეჩვიეთ, მაგრამ ამ 60 ადამიანსაც არ ჰყავს მომკითხავი... შიშია, ასეთი რაღაც ხდება... ჩემი გულწრფელი პოზიციაა..“.- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. (რადიო თავისუფლების მიხედვით)
ასევე ნახეთ:
ყველაფერი საკუთარ თავზე შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ - მურთაზ ზოდელავა
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.