რა თქვა პაატა მანჯგალაძემ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძემ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, თქვა რომ ამ დღეს ხალხი აქციაზე სამშობლოს სიყვარულსი გამო იყო გასული.
ამ ადამიანებს კრიმინალებად ვერ გამოაცხადებთ - უთხრა პაატა მანჯგალაძემ სასამართლოს.
„დავრწმუნდი, რომ 4 ოქტომბერს იქ ხალხი იყო მოსული სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ადამიანებს კრიმინალებად ვერ გამოაცხადებთ. ჩვენი უპირატესობაა - მეტი მორალი, მეტი ზნეობა, მეტი რწმენა და მეტი სიყვარული“.- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები აღკვეთი ღონიძიების საკითხზე მოსამართლის ვერდიქტს ელოდებიან
განსასჯელის სკამზე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სხედან, გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი კი საქართველოში არ იმყოფება. სხდომას მისი ადვოკატი ესწრება.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.