ტატა ხვედელიანმა კობახიძეს ე.წ. პრემიერი უწოდა
გახარიას გუნდის წევრმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც "ოცნების" პრემიერი ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული, ირაკლი კობახიძეს ე.წ. პრემიერი უწოდა. ამ ფაქტმა ივანიშვილის გუნდში გაღიზიანება გამოიწვია.
ხვედელიანმა "ოცნების" ლიდერს და წევრებს უთხრა, რომ კულტურას და ღირსეულ ოპონირებას ასწავლიან.
ჩვენ გასწავლით კულტურას და ჩვენ გასწავლით ღირსეულ ოპონირებას და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დარბაზში მუშაობას. თქვენ განათლებაზე საუბარი გსურდათ აქ, თუმცა აქ "იგლ ჰილსის" რეკლამირებისთვის გამოგიშვეს პრემიერად წოდებული ადამიანი.
მაინტერესებს, ამ რეფორმით, სტუდენტების კონკრეტულად როგორ გადანაწილებას აპირებთ, - თქვა ტატა ხვედელიანმა.