აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა - საუბრის დეტალები ცნობილია
დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა - საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - წერია განცხადებაში.