"ფიშერი არაფორმალურად არის ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი" - გურამ მაჭარაშვილი
"ფიშერი არაფორმალურად არის ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გერმანია ევროკომისიის გაფართოების გეგმას ეთანხმება და აღარ მუშაობს გაფართოებაზე საქართველოსთან დაკავშირებით.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, გერმანიის ელჩი "ანტისახელმწიფოებრივ აქციებს ახალისებს და აფინანსებს".
ის აღნიშნავს, რომ ფიშერი და ევროკავშირის ელჩი "არიან მიმართული იქითკენ, რომ ის დამართონ საქართველოს, რაც დაემართა უკრაინას".
მოუწოდებდა რადიკალურ აქციის მონაწილეებს, რომ დაეცვათ ვითომ დემოკრატია და ფიზიკურად მიდიოდა ამ რადიკალურ, ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე და ახალისებდა და აფინანსებდა ასეთი ტიპის აქციებს. ფიშერი არაფორმალურად არის ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. ამაშიც ჩანს, ეს არ არის ჩარევა? დიპლომატის რა საქმე არის ქართულ პოლიტიკაში რა სიტუაციაა, ამას ლაპარაკობს ბოკუჩავა.
ფიშერები და ევროკავშირის ელჩიც, სამწუხაროდ, არიან მიმართული იქითკენ, რომ ის დამართონ საქართველოს, რაც დაემართა უკრაინას," - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.