სუს-ის ხმაურიანი კორუფციული საქმე თავდაყირა დგება - მდინარაძის უწყება ჩვენებების გაყალბებაში დაადანაშაულეს

26.11.25 20:20
სუს-ის ხმაურიანი კორუფციული საქმე თავდაყირა დგება - მდინარაძის უწყება ჩვენებების გაყალბებაში დაადანაშაულეს

რომეო მიქაუტაძის საქმე დღეს თავდაყირა იმ მოწმეების ჩვენებებმა დააყენა, ვინც სასამართლოს ბრალდების მხარემ მოუყვანა. ხალხს, რომელსაც წესით, ექს ჩინოვნიკი ფულის გათეთრებაში ან პოლიტიკური თანამდებობის პარალელურად ბიზნესის კეთებაში უნდა ემხილებინა, აღმოჩნდა, რომ ჩვენებები გაუყალბეს.

ინგა რუხაძემ პირდაპირ თქვა, რომ სუს-ის გამომძიებლებმა გამოკითხვის ოქმში, რომეო მიქაუტაძის სახელი ისე ჩაწერეს, რომ მას ერთხელაც არ უხსენებია. საკუთარი ინტერპრეტაციით დაწერილ ჩვენებაში ამხილა გამომძიებლები სალომე ასათიანმაც.

ახლა მთავარი კითხვაა რისთვის დასჭირდა სუსის ანტიკორუფციულ სამსახურს ღარიბაშვილის გარემოცვის წევრის წინააღმდეგ საქმის შეკერვა. რომეო მიქაუტაძე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიდან პირველი იყო, ვისაც ხელბორკილები კორუფციის ბრალდებით დაადეს. როცა მიქაუტაძის ბიზნეს ინტერესებზე გამომძიებელი ჟურნალისტები საუბრობდნენ, ოცნება მას იცავდა, დღეს კი ირკვევა რომ 12 წლიანი მუხლით ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდო ფალსიფიცირებული ჩვენებებით დააკავეს.

დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა ბიზნესმენმა ლაშა იორდანიშვილმაც. კომპანია „ფერის” დამფუძნებელმა თქვა, რომ მიქაუტაძე მას სხვადასხვა ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებთან აკავშირებდა, თუმცა საკუთარი გავლენები ვინმესთვის უპირატესობის მისანიჭებლად არ გამოუყენებია.

რომეო მიქაუტაძის საქმე - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები