რა გავიგეთ ახალი არაბული ინვესტიციის შესახებ - კითხვები და კობახიძის აღიარება

26.11.25 20:28
რა გავიგეთ ახალი არაბული ინვესტიციის შესახებ - კითხვები და კობახიძის აღიარება

პრემიერი პირველად ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა იმაზე მეტად მძიმეა, ვიდრე ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანაშიც კი. არადა ის და მისი გუნდი ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე ამ დრომდე სულ სხვაგვარად გვესაუბრებოდნენ. კობახიძე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების გაზრდილ რიცხვზე საუბრობს პასუხისმგებლობის გარეშე. 

როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე მზადაა ესეც კი აღიაროს, ოღონდაც გაამართლოს ქვეყანაში ისეთი ინვესტიციის შემოტანა, რომლის ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებულია. კობახიძე სწორედ ამ ინვესტიციაზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდა, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობები ბოლომდე საჯარო არასდროს იქნება. ანუ ხალხი ვერასდროს გაიგებს რა პირობებით გადაეცა, თბილისსა და გონიოში საუკეთესი ტერიტორიები არაბებს. 

იმ პირობებში, როცა ქართული ოცნება თავადვე იძიებს მის გუნდში კორუფციას და თავადვე აღიარებს, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი თანამდებობის პირები ფულს კორუფციული გზებით აგროვებდნენ, ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნა მასშტაბური ინვესტიციის გამჭვირვალობის შესახებ. პროცესზე დამკვირვებლებს არც ის გამორჩენიათ, რომ კომპანია, რომელმაც საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსები უნდა ააშენოს, კრიტიკის ობიექტი არაერთ ქვეყანაში გამხდარა სწორედ ასეთი გაუმჭვირვალე ხელშეკრულების გამო. 

კობახიძე პარლამენტში - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები