რა ბედი ელის ევროკავშირში გაწევრიანებას? - მძიმე პროგნოზი გერმანიის ელჩისგან

26.11.25 20:37
რა ბედი ელის ევროკავშირში გაწევრიანებას? - მძიმე პროგნოზი გერმანიის ელჩისგან

გერმანელი დიპლომატის აზრით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციაც ამ ეტაპზე სრულად დასრულებულია. ბერლინიდან დაბრუნებული პეტერ ფიშერი რადიო თავისუფლებასთან პირველ ინტერვიუში მძიმე პროგნოზებს აკეთებს. ევროკავშირის გაფართოების მთავარი დოკუმენტის გათვალისწინებით, ელჩი ამბობს რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოს გაწევრიანების პროცესს სავარაუდოდ წერტილს დაუსვამს.

დიპლომატის შეფასებით, მიზეზი "ოცნების" პოლიტიკაა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირისგან დასაშორებლად ყველაფერი გააკეთა. პიტერ ფიშერი ერთ-ერთი დიპლომატია, ვინც ივანიშვილის გუნდმა სამიზნეში ამოიღო და თავდასხმის სერიებს უწყობს. დღეს ელჩი იძულებული გახდა ამ ბრალდებებზე საჯაროდ ეპასუხა.

დიპლომატებზე ქართლი ოცნების უწყვეტი თავდასხმის სერიები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ ევროკავშირისგან უფრო თამამ ნაბიჯებს ითხოვს. მეხუთე პრეზიდენტმა ფრანს 24-ს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე დეტალური ინტერვიუ მისცა და ევროპას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

როგორ აპირებს თბილისი ურთიერთობების გაგრძელებას ბერლინიდან დაბრუნებულ დიპლომატთან, რომელიც გერმანიის დავალებით მოქმედებს. ამ კითხვაზე პასუხი ოცნებაში არავის აქვს. 

მძიმე პროგნოზი გერმანიის ელჩისგან - თათია წოწონავა დეტალებით

მსგავსი სიახლეები