არჩევნები დასრულდა - "ოცნება" სოციალური დახმარებების გადახედვას იწყებს

26.11.25 20:40
არჩევნები დასრულდა - "ოცნება"  სოციალური დახმარებების გადახედვას იწყებს

ირაკლი ღარიბაშვილის აღიარების შედეგად დგინდება, რომ ივანიშვილის გუნდი წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას იმაზე მეტ მოქალაქეზე გასცემდა, ვიდრე ამის საჭიროება იყო. ოპოზიციის შეფასებით კობახიძემ დღეს პრაქტიკულად თქვა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად " ქართულმა ოცნებამ"  სახელმწიფო ბიუჯეტი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა. 

კორუფციის მკვლევარების თქმით, ყოველი არჩევნების წინ სოც დახმარების მიმღებთა რიცხვი უეცრად იზრდებოდა, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო ხალხის მოსყიდვა, ფულს ბიუჯეტიდან იღებდა ის, ვისაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ ჰქონდა, მას კი ერთადერთი მიზანი ჰქონდა საარჩევნოდ ხმების მიღება. 

რატომ გაახსენდა კობახიძეს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ახლაა? ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ბიუჯეტში ფული აღარ ჰყოფნით, ამიტომ ახლა დაიწყება სოც დახმარებების მიმღებთა რიცხვის შემცირება. 

ვის შეუწყდება სოცდახმარება? - ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები