კობახიძის განათლების რეფორმა - რას ყიდის და ვის აკრიტიკებს "ოცნების" ლიდერი

26.11.25 21:04
კობახიძის განათლების რეფორმა - რას ყიდის და ვის აკრიტიკებს "ოცნების" ლიდერი

ირაკლი კობახიძემ მახინჯი უწოდა დღეს უმაღლესი განათლების მოქმედ სისტემას, "ქართული ოცნების" ლიდერი ფიქრობს, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი საგნების რაოდენობა, რომელიც უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ისწავლება.

კობახიძის აზრით, ამის მიზეზი არასწორი მიდგომებია და ის რაც 4 წელიწადში ისწავლება შესაძლებელია, სამ წელიწადში ისწავლოს სტუდენტმა. კობახიძემ დღეს პროფესორების გადანაწილების სქემაც გააკრიტიკა.   

კობახიძის კრიტიკის სამიზნე იყო დღეს ტექნიკური უნივერსიტეტი. საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ქვეყანაში მშენებლების არქიტექტორების ინჟინრების და გეოლოგების დეფიციტია. მისი თქმით  მთავარ პრობლემად ბიზნესი დღეს სწორედ ამ კადრების ნაკლებობას ასახელებს. რადა როდესაც ამაზე ბიზნესი საჯაროდ ლაპარაკობდა, მათ თავს ესხმოდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. 

დეფიციტი არის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ტექნიკური მიმართულებები - მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები, გეოლოგები. სახელმწიფოსაც აქვს ეს პრობლემა იმიტომ, რომ სახელმწიფო შესყიდვებს აცხადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სერიოზული პრობლემებია, მათ შორის, ხარისხის კუთხით, ვინაიდან არ გვყავს კვალიფიციური კადრები ბევრი მიმართულებით, კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით.

დღეს პარლამენტში კობახიძემ დაადასტურა, რომ იყიდება უნივერსიტეტების ქონება, ის რაც პრესტიჟულ უბნებშია და ძვირად ფასობს. გასაყიდად ისეთ შენობებს და მიწის ნაკვეთებს გამოიტანენ რომელიც საუნივერსიტეტო იდენტობა არ გააჩნია. 

კობახიძის განათლების რეფორმა - ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები